Logo

საზოგადოება

"ვისაც გაინტერესებთ, რა არის ავტორიტეტი, ხალხის ნდობა და გლოვა, იხილეთ ეს თვალსაჩინო მაგალითი" - მარინე ჩიტიშვილი

"ვისაც გაინტერესებთ, რა არის ავტორიტეტი, ხალხის ნდობა და გლოვა, იხილეთ ეს თვალსაჩინო მაგალითი" - მარინე ჩიტიშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სასულიერო აკადემიაში მუშაობის წლებს და საქართველოს პატრიარქთან ურთიერთობას იხსენებს სოციალურ ქსელში პროფესორი მარინე ჩიტიშვილი.
პროფესორი იმ სირთულეებს იხსენებს, რომელთა დაძლევაც აკადემიაში ფსიქოლოგიის სწავლებისას უხდებოდა და ხაზს პატრიარქის პროგრესული აზროვნებასა და ლავირების უნარს უსვამს. სწორედ ამ უნარებს უკავშირებს მარინე ჩიტიშვილი ილია მეორის უდიდეს ავტორიტეტს.

"ფბ სავსეა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირადი მოგონებებით, სამძიმრით სხვადასხვა ქვეყნიდან და რაც მთავარია ხალხის უწყვეტი ნაკადის ფოტოებით - სამების ტაძრისკენ დაძრული ადამიანები.

მოკლე კომენტარი მექნება - ვისაც გაინტერესებთ რა არის ავტორიტეტი, ხალხის ნდობა და გლოვა იხილეთ ეს თვალსაჩინო მაგალითი.

მხოლოდ რამდენჯერმე შევხვედრივარ პატრიარქს ისიც იმიტომ, რომ 1988 წელს დაარსებულ სასულიერო აკადემიის პედაგოგთა რიცხვში მეც ვიყავი და წელიწადში ორჯერ მაინც გვპატიჟებდა ტრაპეზზე.

სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში პედსაბჭოზე ბატონ ლერი მჭედლიშვილს და მე გვითხრეს, რომ ჩვენ უნდა მოგვეხდინა სასწავლო კურსების მოდიფიცირება, გვესწავლებინა არა ლოგიკა და ფსიქოლოგია, არამედ მართლმადიდებლური ლოგიკა და მართლმადიდებლური ფსიქოლოგია. ორივემ ერთხმად მოვახსენეთ იდეის ინიციატორს და რექტორს რომ არც ლოგიკა და არც ფსიქოლოგია ვერ იქნება მართლმადიდებლური ან სხვა რაიმენაირი. ის ან არის რაც არის, ან არ არის. ამიტომ გადაწყვიტეთ გინდათ თუ არა, რომ ვასწავლოთ. თუ კი მაშინ ვასწავლით ისე, როგორც ვიცით და თუ არა, მაშინ ჩვენ წავალთ და პრობლემა არ არის. ინიციატორი გაბრაზდა, რექტორმა კი გვითხრა, რომ პატრიარქს გადასცემდა ჩვენს პასუხს.

ორი კვირის შემდეგ პრორექტორმა დაგვიბარა და გვითხრა, რომ ჩვენი პასუხი პატრიარქისთვის მოუხსენებიათ, როგორც ლექტორების ურჩობის მაგალითი. მას ბევრი უცინია და უთქვამს - მართალს გეუბნებიან, დაანებეთ თავი. ასწავლონ ლოგიკა და ფსიქოლოგია როგორც არის. თქვენ ასწავლეთ ის, რაც თქვენ გევალებათო. ასე დავრჩით მიწვეულ პედაგოგებად. მე 1993 წლის სექტემბერში წამოვედი სასულიერო აკადემიიდან, მგონი ბატონმა ლერიმ ის სასწავლო წელი დახურა და ისიც წამოვიდა.

ეჭვი მაქვს, რომ 1998 წელს გამოქვეყნებულ ჩემს წიგნზე - რელიგიურობის ფსიქოლოგია - მიუტანდნენ ამბავს, ერესიაო. ფაქტია, მისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, თორემ ცუდად წავიდოდა ჩემი საქმე.

მგონია, რომ რაციონალობა არასდროს ღალატობდა და პრაგმატიზმი ნამდვილად ეხმარებოდა პატრიარქს ლავირებაში.

ფაქტი კი ისაა, რაც ახლა სამების ეზოში ხდება. სოციალური სასურველობა ვერ ახსნის ამ ქცევას. სამაგიეროდ, თვალნათლივ აჩვენებს მრავალ გამოკითხვაში ერთმნიშვნელოვნად ნაჩვენებ მის რეიტინგს - ვის ენდობით? - პატრიარქს 91%.," - წერს მარინა ჩიტიშვილი.

ავტორი: ზმნა

03/20/2026

მარინა ჩიტიშვილიმოგონებაპატრიარქი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024