Logo

საზოგადოება

"მიაქციეთ ყურადღება საკუთარ შვილებს, მათი გარკვეული ნაწილისთვის სკოლა ციხესთან ასოცირდება!“ - გიორგი ლობჯანიძე

"მიაქციეთ ყურადღება საკუთარ შვილებს, მათი გარკვეული ნაწილისთვის სკოლა ციხესთან ასოცირდება!“ - გიორგი ლობჯანიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საგანმანათლებლო რეფორმის მიმდინარეობის თემას ეხმაურება სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე. ფსიქოლოგი ყურადღებას იმ პრობლემებზე ამახვილებს, რომელთა მოგვარებაც თითოეული ოჯახის გადასაწყვეტი და მოსაგვარებელია.

„ძალიან მძიმე თემას მსურს რომ შევეხო, რადგან ვატყობ დრო მოვა ცვლილებები გარდაუვალი იქნება და იმედია რეფორმები ამ კუთხითაც განხორციელდება საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში.

საერთოდ ნუ გიკვირთ ქ-ნი ეკა კუპატაძის შვილის ამბავი:

აი, თქვენ, ვინც ხართ მშობლები და გყავთ შვილები, გამადიდებელი შუშით უნდა აკვირდებოდეთ თუ რა ხდება სკოლებში. ცალკეულ საკლასო ოთახებში და ა.შ.

როგორი ბულინგია ბავშვებს შორის? რა ხდება საპირფარეშოებში და როგორ ჩაგრავენ განურჩევლად სქესისა ერთმანეთს?

რატომაა მოზარდ გოგონებში ამდენი აბორტის რიცხვი და როგორ ენგრევათ ზოგიერთებს ცხოვრება თავზე?

ფსიქოლოგიურად ბავშვებს უჭირთ ღიად ამაზე საუბარი და თქვენ უნდა გაარკვიოთ ეს როგორმე!

მრავალი წელია ამის პრობლემაა და ვერც ეშველება ამ ამბავს სანამ არ იქნება სრული რეფორმა!

პირადად ჩემთვის ბევრჯერ მითქვამს ,,გაცნობიერების დღიდან” სასწავლებლები ბრჭყალებში ჩასმული ამოუცნობი ობიექტები არიან, სადაც, სამწუხაროდ ვერ ყალიბდები პიროვნებად.

ფსიქოლოგიის ინსტიტუტი უბრალოდ არ არსებობს …

აბა, ახლა საკუთარი ქვეყნის ისტორიას ცალკე საგნად და შენს რწმენას ვინ გასწავლის ამ უღმერთო ეპოქაში, თორემ კი!

ფილოსოფია, ენათმეცნიერება, ყველა ის დარგი, რითაც ადამიანი აცნობიერებს მის ინდივიდუალიზმს სანაგვეზეა მოსროლილი.

მარტივად რომ ვთქვათ ნებისმიერი სახის ლოგოსი და თვით ქრისტე მანდედან განდევნილია!

შესაბამისად ჯამური რეზულტატი არის და ყოველთვის იქნება კატასტროფული!

ასე რომ ეს ჩაგვრა და ამხელა ბულინგი სულ იარსებებს დიდ გადატვირთვამდე, ხოლო თქვენ მიაქციეთ ყურადღება საკუთარ შვილებს, რამეთუ ბავშვთა გარკვეული ნაწილისთვის სკოლა მხოლოდ ციხესთან ასოცირდება!“ - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ავტორი: ზმნა

03/07/2026

ბავშვებიგიორგი ლობჯანიძემოსაზრებასკოლა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024