Logo

ტაბლოიდი

ვისგან გადმოიღო ქეთი ჩხეიძემ ინტონაცია ნუნუკას როლისთვის?

ვისგან გადმოიღო ქეთი ჩხეიძემ ინტონაცია ნუნუკას როლისთვის?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მსახიობი ქეთი ჩხეიძე ქართველი მაყურებლის დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით ახლი თაობის მაყურებელმა, სერიალი "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო და შეიყვარა.
მიუხედავად სცენასა და ეკრანზე შესრულებული უამრავი როლისა, ნუნუკა ის სახე გახდა, რომელიც მაყურებელმა მსახიობთან გააიგივა.
ქეთი ჩხეიძე ამბობს, რომ იმერეთთან შეხება არ ჰქონია და საუბრის მანერა, რომელიც ნუნუკას სავიზიტო ბარათი გახდა, ერთი ქალბატონისგან გადმოიღო.


"ერთი ქალბატონი იყო, იმერელი, ჩემი შვილის ძიძა... ინტონაცია იმისგან ავიღე... თუმცა ის ადამიანი ტიპაჟურად სრულიად განსხვავებული იყო. როგორც გიხარით, ინტონაცია იმისგან ავიღე, ხოლო დანარჩენი ხასიათი, გმირმა ნელ-ნელა შეიძინა, ნელ-ნელა გაჩნდა.

ნუნუკა დასავლეთ საქართველოდან ქალის ტიპური, კლასიკური მოდელია, რომელიც ხან ჩხუბობს, ხან თბილია, მაგრამ ის მსხვერპლია. ამას ღრმა და შორს მჭვრეტელი მაყურებელი ხედავს, ხოლო ზერელე მაყურებელი ერთობა და იცინის.
თუმცა ის ვინც არ ერთობა ნუნუკაზე, ის რაოდენობა მაყურებლისა საკმარისია.

მე მინდოდა ჩემი გმირი ასეთი ყოფილიყო. სცენარს ქეთი დევდარიანი წერდა და მე ვთამაშობდი, მაგრამ ნუნუკა ცოტა იქეთ წავიყვანე, საიდანაც მინდოდა, რომ დაენახებინა მისი შინაგანი მდგომარეობა. არ მინდოდა ყოფილიყო მჩხავანა და სასაცილო. თითქოს არის ასეთი, მაგრამ მინდოდა ამის მიღმა უფრო სერიოზული რამე ყოფილიყო, ვიდრე პლაკატურად ჩანს," - ამბობს მსახიობი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

06/08/2026