Logo

სასარგებლო რჩევები

ვისთვისაა სახიფათო კანის მოვლის იმ პროდუქტების გამოყენება, რომლებიც მიკროსპიკულებს შეიცავს? - ნინო ხაინდრავა გვირჩევს

ვისთვისაა სახიფათო კანის მოვლის  იმ პროდუქტების გამოყენება, რომლებიც მიკროსპიკულებს შეიცავს? - ნინო ხაინდრავა გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე ბიუთი-სამყარო მუდმივად ეძებს გზებს, რათა საყვარელმა კრემებმა თუ შრატებმა კანის უფრო ღრმა ფენებში შეაღწიონ და მაქსიმალური შედეგი მოგვცენ.

ბოლო დროს, კოსმეტიკურ ბაზარზე გამოჩნდა ახალი, რევოლუციური კომპონენტი კანის მოვლის საშუალებებში - მიკროსპიკულები (ზღვის ღრუბლებისგან მიღებული მიკროსკოპული ნემსები).

მიკროსპიკულები

მიკროსპიკულები კანის ზედაპირზე ქმნიან უხილავ არხებს, რაც აქტიურ ნივთიერებებს (მაგალითად, პეპტიდებსა და დაბერების საწინააღმდეგო კომპონენტებს) ეხმარება, რომ პირდაპირ დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. ბევრი ამ მეთოდს „სახლის პირობებში მინიმკურნალობას“ ან „უმტკივნეულო მეზოთერაპიასაც“ უწოდებს. თუმცა ეს ინოვაციური მეთოდი ყველასთვის უსაფრთხო არ არის.


ექიმი კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა გვაფრთხილებს, რომ კანის ზოგიერთი დაავადების დროს, მიკრონემსების შემცველი საშუალებების გამოყენება დაუშვებელია.

„რისთვის ამატებენ მიკროსპიკულებს კოსმეტიკურ საშუალებებში?

პირველი - ეს არის უფრო კარგი შეღწევადობა კანში იმ აქტივების, რომელიც არის კონკრეტულ პროდუქტში მოცემული.

მიკროსპიკულები

მაგრამ გაითვალისწინეთ, მიკროსპიკულები არ მოუხდება იმათ, ვისაც აქვთ, მაგალითად, როზაცეა ან მეტად მგრძნობიარე კანი.

ძალიან კარგია პირველი ასაკობრივი ცვლილებების დროს. ასევე უხდება, მაგალითად, პეპტიდურ შრატებს, რომლებიც მუშაობენ ანტიასაკობრივ (anti-age) ეფექტზე.

მიკროსპიკულები

გაითვალისწინეთ, რომ მიკროსპიკულების შრატების გამოყენების შემდეგ (ძირითადად ეს ელემენტი შრატებში არის ხოლმე), აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საცხი, რომელიც მუშაობს კანის აღდგენაზე," - გვაფრთხილებს ნინო ხაინდრავა.

ავტორი: ზმნა

05/26/2026

კოსმეტოლოგიმიკროსპიკულებინინო ხაინდრავარჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024