
10/12/2026
კონსტანტინე გამსახურდიამ ჯვარი დაიწერა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორისა და ნუცას ჯვრისწერას, ქაშვეთში, სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.

"ამბები.ჯის" ინფორმაციით, წყვილის გაცნობის ისტორია პარიზს უკავშირდება. პროფესიული საქმიანობით დაწყებული ნაცნობობა კი, წლების შემდეგ ქორწინებით დაგვირგვინდა.
ნუცა გამსახურდიამ განათლება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და შოტლანდიაში, გლაზგოს უნივერსიტეტში მიიღო.
პროფესიით ენათმეცნიერი და სახელმწიფო მართვის სპეციალისტია. ყოფილა არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ხელმძღვანელი, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამჟამად საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კი, პირველ ქორწინებაში მხატვარ ნინა ბარდაველიძესთან გახლდათ. წყვილი შვილებთან, დემეტრესა და ზვიადთან ერთად, წლების მანძილზე შვეიცარიაში ცხოვრობდა.

გააზიარე სტატია