Logo

"ვიტამინები ასუქებს"? - ლაშა უჩავა განმარტავს

"ვიტამინები ასუქებს"? - ლაშა უჩავა განმარტავს

04/28/2026

ტექსტის ზომა

ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ პაციენტები უარს ამბობენ ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტის შევსებაზე იმ მიზეზით, რომ წონაში მომატების ეშინიათ.

ჩვენში კვლავ აქტუალურია მოარული გამოთქმები - “ვიტამინები მადას აღვიძებს”, “ვიტამინები წონაში მატებას უწყობს ხელს”...

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ სოფო ჯაფარიძის პოდკასტში “მედგიდი” იმ მითების შესახებ ისაუბრა, რომლებიც წონაში კლებას უკავშირდება და საზოგადოებაში დღემდე ფართოდაა გავრცელებული.

“ვიტამინები ასუქებს - ეს მითია...
პირიქით, არსებობს ვიტამინები, რომლთა დეფიციტიც იწვევს სიმსუქნის განვითარებას.

ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად თუთია, რომლის დეფიციტიც ზედმეტი ნახშირწყლების მიღების მოთხოვნილებას იწვევს.

ასევე წონაში მატების გამოწვევა შეუძლია რკინის დეფიციტს. .იმიტომ რომ რომ რკინის ნაკლებობა, ხშირად შიმშილის გაძლიერებული გრძნობას აღძრავს. ანუ ორგანიზმი მუდმივად გთხოვს დახმარებას, სინამდვილეში გთხოვს რკინას, შენ კი იღებ ნახშირწყალს, რადგან ეს უფრო სასიამოვნოა და შესაბამისად იმატებ წონაში,” - ამბობს ლაშა უჩავა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ლაშა უჩავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026