ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ანუკა გამსახურდიამ, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში, ღიად ისაუბრა თავის ურთიერთობაზე სანდრო კაკულიასთან. ის ამ ოთხ წლიან ურთიერთობას ასე იხსენებს.


ანუკა გამსახურდია: ურთიერთობებზე დამოკიდებული ადამიანი ვარ და სიყვარული, ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მგონია, რომ მანამდე არც ვიცოდი. ბოლო ურთიერთობისას მივხვდი, რატომ მიყვარდა.
გააზრებულად ვიცოდი, რატომ მიყვარდა სანდრო, როგორ მიყვარდა და ძალიან მიყვარდა. და ერთად ძალიან ლამაზი პერიოდი გავატარეთ. ოთხი წელი, გეგმებს ვაწყობდი მასთან ერთად.


არავისთან ერთად გეგმა არ დამიწყვია. არასდროს არავისთან ერთად ცხოვრება არ მომდომებია. შვილი არ მომდომებია არავისგან. ერთადერთი ეს მომენტი მქონდა სანდროსთან, რა ცუდია, რომ ახლა არ მიჩნდება შვილი-მეთქი.

სანდრო ნამდვილად იყო ის ადამიანი, ვინც მიყვარდა. სულ ვეუბნებოდი, გვერდით რომ ხარ, ჩემთვის ყველაზე დიდი საყრდენი ხარ-მეთქი. მიუხედავად მისი ამ პრანჭია ხასიათისა, ჩემი დიდი საყრდენი იყო.


ანუკას საზოგადოება იცნობს, როგორც სამოქალაქო აქტივისტს. ის გასული წლის ნოემბერიში, გზის ხელოვნური გადაკეტვის ბრალდებით, ორი დღით საკანში ჩასვეს.
სანდრო კაკულია ფართო ასპარეზზე ჯერ პიესების წერით გამოჩნდა, შემდეგ ეკრანზე გადაინაცვლა, როლები შეასრულა, მათ შორის კი, ყველაზე დიდი პოპულარობა "ჩცდ"-ში შესრულებულმა სანდრექსას როლმა მოუტანა.
სანდრო ქორწინებაში იყო ისტორიკოს ზაზა აბაშიძის ქალიშვილზე. ჰყავს ქალიშვილი.
05/21/2026