Logo

"ვნატრობდი, რომ ლიფტი გაფუჭებულიყო" - სასტუმროს პერსონალი მესისთან შეხვედრაზე

"ვნატრობდი, რომ ლიფტი გაფუჭებულიყო" - სასტუმროს პერსონალი მესისთან შეხვედრაზე

11/18/2025

ტექსტის ზომა

ლორენა - ანგოლელი სასტუმროს პერსონალი ლიონელ მესისთან შეხვედრაზე ჰყვება, თუ რა თავმდაბალია სინამდვილეში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და რა ისტორია აქვს ამ სელფის.

"სინამდვილეში, დღეს სასტუმროში დასვენების დღე მქონდა. მივედი იმ წინაპირობით, რომ ჩანთა დამავიწყდა და სასტუმროში ლიფტის წინ დაველოდე, რადგან მესის ოთახი ვიცოდი იქ იყო.
დაველოდე, სანამ გამოვიდოდა და ლიფტში შევიდოდა, შემდეგ კი მეც შევედი.

უთქმელად გამიღიმა, მე კი ვკითხე: "ინგლისურად ლაპარაკობთ? " მან მითხრა: "დიახ, დიახ. გინდა ფოტო გადავიღოთ? ტელეფონი ამოიღეთ, პრობლემა არაა."

ძალიან ვნერვიულობდი, მან კი მითხრა, "ნუ ღელავთ" და სანამ სამახსოვრო ფოტოს გადავიღებდით მკითხა, ბედნიერი თუ ვიყავი აქ მუშაობით.

"მადლობა თბილი შეხვედრისთვის, აქ ყოველთვის კეთილი იქნება თქვენი მობრძანება" - ეს ვუთხარი და ვნატრობდი, რომ ლიფტი არ ჩასულიყო ან გაფუჭებულიყო, რათა მეტი დრო გამეტარებინა საუკეთესო მოთამაშის გვერდით.

ძალიან თავმდაბალი და მორცხვი იყო, ვიცოდი, რომ საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ ამავე დროს საოცარი ადამიანი ყოფილა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება ავისრულე."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026