
09/07/2026
მსახიობი და ინფლუენსერი თამუნა მდივანი თავის გამომწერებს ერთ პატარა ვიდეოს უზიარებს, სადაც ის შემდეგ რამეს ჰყვება:
"ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა აზრი აქვს ცხოვრებას? ნეტა, რა მისიით ვართ, რატომ მოვდივართ? რომ მივდივართ და ამ წუთისოფელს ვტოვებთ, რა დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებას-მეთქი?
ერთხელაც, ამ ჩვეულ ფიქრებში მოვდივარ, გავიხედე ქუჩაში გვერდზე და სახლის კედელზე ვკითხულობ მიწერილ ფრაზას - "დათესე სიკეთე!"
აქედან დასკვნა: არასდროს არ ვართ მარტო, ჩენთან ყოველთვის არის უფალი და როდესაც რაღაცას ვეკითხებით, აუცილებლად გვპასუხობს" - ამბობს ვიდეოში მდივანი.
***
თამუნა მდივანს გასული წლის აპრილში მოულოდნელად ვაჟი გარდაეცვალა. გიორგის გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია სახელდება.

გააზიარე სტატია