Logo

საზოგადოება

"ვცდილობ ისე ვიცხოვრო, ოდესმე შენთან შეხვედრის ღირსი გავხდე!" - თამრიკო ჭოხონელიძე მამას

"ვცდილობ ისე ვიცხოვრო, ოდესმე შენთან შეხვედრის ღირსი გავხდე!" - თამრიკო ჭოხონელიძე მამას

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თამრიკო ჭოხონელიძე ფეისბუქზე მამას იგონებს. დღეს ფოლკლორისტი, ეთნომუსიკოლოგი და პროფესორი, ევსევი (კუკური) ჭოხონელიძე 86 წლის გახდებოდა.

თამრიკო ჭოხონელიძე: არ ყოფილა დრო მკურნალი... ძალიან მენატრები... ძალიან! დღესაც შენზე მაქვს სწორება - ეს მოეწონებოდა... ამაზე რას მეტყოდა... იმას როგორ შემიფასებდა...

ერთი ვიცი, ერთად ვიდგებოდით იქ, სადაც სიმართლეა! ერთად გვეტკინებოდა, რაც სატკივარია! შენ ხომ უანგაროდ გიყვარდა შენი სათაყვანო და სალოლიავო საქართველო!

ჰოდა, მე შენს ნაცვლადაც ვარ იქ, სადაც უნდა ვიდგე! შენ კი დარწმუნებული ვარ ლოცვას არ გვაკლებ - შენს ოჯახს, დედას, რომელიც დღესაც შენით ცოცხლობს.

იცი, რა საყვარლები არიან პატარები, რომლებსაც არ უნახიხარ, მაგრამ გიცნობენ, რადგან შენ სულ ჩვენთან ხარ და ეს იქნება ვიდრე შენი დანატოვარი ცოცხლები ვართ!

მამა, ძალიან გვაკლიხარ და არა მარტო ჩვენ! - შენს მეგობრებს, კოლეგებს და შენს ქვეყანას!

თამრიკო ჭოხონელიძე

ახლა უფრო ვაცნობიერებ რა ყოფილა 63 წელი!

დღეს 86-ის გახდებოდი! ბედნიერი ვარ, რომ შენი შვილი მქვია!

თავს იმით ვიიმედებ, რომ ვცდილობ ისე ვიცხოვრო, ოდესმე ღირსი გავხდე შენთან შეხვედრის!

ავტორი: ზმნა

07/13/2026