Logo

ყველაფერი ბავშვებზე

„ვცემოთ“ თუ არა მაგიდას, როცა ბავშვი მას დაეჯახება? - ბაკურ კოტეტიშვილის განმარტება

„ვცემოთ“  თუ არა მაგიდას, როცა ბავშვი მას დაეჯახება? - ბაკურ კოტეტიშვილის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად, როდესაც ჩვენი პატარა შემთხვევით მაგიდას ან სკამს დაეჯახება და ტირილს დაიწყებს, მშობლები მის დამშვიდებას, უცნაური მეთოდით ცდილობენ: - „მოდი, ვცემოთ მაგიდას“.

ერთი შეხედვით უწყინარი თამაში, სინამდვილეში, ბავშვის ქვეცნობიერში აგრესიული ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა პოდკასტში "რაც გარდაუვალია" დეტალურად განმარტა, თუ რა იმალება ამ ქმედების მიღმა და რატომ არის ის საზიანო ბავშვის განვითარებისთვის.

„ბავშვი დაეჯახება მაგიდას, შემთხვევით... რა თქმა უნდა, იტირებს, იმიტომ რომ ეს ტირილი მისი თავდაცვაა, იგივე შეცოდების ფენომენი. იმდენად ტკივილის გამო არაა, რამდენადაც მოულოდნელობის გამო. უფროსი მიდის და ეუბნება: „მოდი, ვცემოთ მაგიდას. დავარტყათ, დავარტყათ და გაგივლის“.

ბავშვი

ბავშვი ამას იმახსოვრებს და მერე, სადაც კი რაღაცა პატარა ტრავმა მოუვა, აუცილებლად უნდა სცემოს, ანუ დაარტყას ტრავმის მიზეზ. მხოლოდ ფიზიკურ დარტყმაზე არაა აქ ლაპარაკი... ზოგადად, ასე დაიმახსოვრა: თუ მე დავარტყამ, მე მეშველება,“ - ამბობს ნევროლოგი და მშობლებს საკუთარი დამოკიდებულებების გადახედვისკენ მოუწოდებს, რადგან ეს მიდგომა ბავშვს ტკივილის ან დისკომფორტის დროს, გამოსავლის აგრესიაში ძებნას ასწავლის. ეს ქცევა მოგვიანებით შესაძლოა ადამიანებთან ურთიერთობაშიც გადაიზარდოს, სადაც ნებისმიერ წყენაზე პასუხი აგრესია იქნება.

ავტორი: ზმნა

05/07/2026