Logo

სასარგებლო რჩევები

ყავა - ენერგიის აღმდგენი თუ ძილის საშუალება?

ყავა - ენერგიის აღმდგენი თუ ძილის საშუალება?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მილიონობით ადამიანი დილას ქაფქაფა ყავით იწყებს. ბევრს კოფეინი დაღლილობისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად მიაჩნია.

გვაფხიზლებს თუ არა ყავა და სინამდვილეში როგორ მოქმედებს კოფეინი ჩვენს ორგანიზმზე?

ყავა

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა განმარტავს, რომ ყავა და მის შემადგენლობაში შემავალი კოფეინი ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებს... და თუ ერთ შემთხვევაში მისი მიღება გამოფხიზლებას უწყობს ხელს, სხვა შემთხვევაში ძილიანობის გამოწვევა შეუძლია.

"არსებობენ ადამიანები, რომელთა ღვიძლიც ძალიან სწრაფად შლის იმ ნივთიერებებს, რომლებიც ყავაშია. ასეთი ადამიანები იღებენ ყავას როგორც ძილის საშუალებას. არიან ადამიანები, რომლებიც ყავას იღებენ როგორ ტრანკვილიზატორს. ასეთი ხალხი მსოფლიოს მოსახლეობის 7 %-ს შეადგენს.

ყავა

თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც დილით დალეული ყავის გამო, შეიძლება ღამე ვერ გამოიძინონ. ყავა არღვევს ძილის ფაზებს. თუ მისი მიღება ბევრი მოგვივიდა, ღრმა ძილის ფაზა მცირდება და იმის ნაცვლად რომ გამოღვიძებული ენერგიის ვგრძნობდეთ, ვართ მოდუნებული. აქ შეიძლება შეიკრას მანკიერი წრე. უენერგიოდ მყოფ ადამიანს, შეიძლება ეგონოს, რომ გამოსაფხიზლებლად ყავა სჭირდება, დალიოს და მეორე დღეს კიდევ ვერ გამოიძინოს. ამ შემთხვევაში, ყავას ენერგიის მატების ნაცვლად სრულ გამოფიტვამდე მივყავართ.

ყავა

ეს ძალიან ინდივიდუალური პროცესია და ჩვენს ნაწლავურ ფლორასა და ღვიძლის ფუნქციაზეა დამოკიდებული.

არასწორია დასკვნების გაკეთება, რომ ყავა იყო კარგი ან ცუდი. უბრალოდ, ეს სასმელი ზოგს სულ სხვანაირად ერგება, ზოგს სხვანაირად.

თუ მე ყავის ინტენსიური გამოყენების შემდეგ მეწყება ტაქიკარდია, ვინამები ოფლით, მეწყება გაურკვეველი შფოთვები, აუცილებლად უნდა დავაკორექტირო ყავის მიღების დოზები. თუ ამას ჩემით ვერ ვახერხებ, პირად ექიმს უნდა მივმართო და ის დამაკვალიანებს.

ყავა

და პირიქით, თუ ყავის ფინჯნების რაოდენობა რაციონში იზრდება და მე მაინც რთულად ვიღვიძებ, მიჭირს გამოფხიზლება, ნელა შევდივარ სამუშაო რეჟიმში, ესეც შეიძლება ნიშნავდეს, რომ არასწორად ვიღებ ყავას და ამდენი კოფეინი ჩემი ორგანიზმისთვის შეიძლება არ იყოს სასურველი.

არ არსებობს ცალსახა მიდგომები, მთავარია მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს.“ - ამბობს ნუტრიციოლოგი.

ავტორი: ზმნა

02/16/2026

ენარგიის წყარონატა გაგუასაძილე საშუალებაყავა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024