
09/25/2026
მედიცინის დოქტორმა, რეგენერაციული მედიცინის სპეციალისტმა - თენგიზ ტყებუჩავამ "ჩერის სივრცეში" იმ ყოველდღიურ მავნე ჩვევებზე ისაუბრა, რაც ჩვენს დაბერებას აჩქარებს. ჩამონათვალი დაგაფიქრებთ და ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ გიბიძგებთ.
თენგიზ ტყებუჩავა: ამერიკაში ამ მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს დეპრესია. ინტენსიურად მუშაობენ, სტრესული გარემოა. ბევრი თვითმკვლელობაა. ბევრი თავს მარტოსულად გრძნობს. იმდენად არიან დათრგუნულები, რომ ვერ ხედავენ გამოსავალს. ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ იქ ყველას სჭირდება ფსიქოლოგი.
გაჩნდა სმარტფონები, კომპიუტერი გაქვს ჯიბეში. თავიდან, მისი შექმნის დანიშნულება და მიზანი იყო, რომ უცებ მიგეღო სასურველი ინფორმაცია, ნაკლები დრო დაგეხარჯა ამაში, რადგან სწრაფად გადაგეჭრა პრობლემა. მაგრამ მოხდა საპირისპირო - ადამიანები დიდ დროს ატარებენ ტელეფონებში, ჩაიკეტნენ. სულ სოციალურ ქსელებში არიან.
ახლა კი იმ ყოველდღიურ ჩვევებზე, რაც დაბერებას აჩქარებს.
გაოცებული ვარ იმით, თუ რამდენი ქალი ეწევა საქართველოში. ამერიკაში, ქუცაში, ვერ ნახავთ ადამიანს, რომ ეწეოდეს. შეგნება ამაღლდა, უხსნიდნენ, აჩვენებდნენ, რამდენად ცუდია და საშიშია. უკულტურობაც არის, სიგარეტს რომ ამოიღებ და ეწევი, რაც გარშემო ხალხისთვის მავნეა, პასიური მწეველისთვის ცუდია. ეს იგივეა, იდგე, ლაპარაკობდე და თან იფურთხებოდე. თუ ვინმესთან ურთიერთობის დროს შენ ამოიღე და მოწიე, იქ წყდება თქვენთან ურთიერთობა, სახლში სტუმრად არ დაგპატიჟებენ.
მეორე - უმოძრაობა. დღეს საათობით სხედან ადამიანები კომპიუტერების წინ. უმოძრაობა მკვლელია, ძალიან მავნეა. ამაში ფულის დახარჯვა და მაინცდამაინც ჯიმში სიარული, არ არის საჭირო. ბავშვს ეთამაშეთ, რამეთი დაკავდით. იცურავეთ, იარეთ ათი წუთით, ნახევარი საათით. მოძრაობით შენ სიგნალებს უგზავნი ქსოვილებს, ორგანოებს. მოქმედებაში მოგყავს ლიმფური სისტემა და შემდეგ ის ტოქსინებს გვაშორებს. ამ სისტემას არ აქვს საკუთარი კუნთები, ამიტომ სიარულით უნდა ვასტიმულიროთ. სიარულისას კუნთები მოძრაობს და ის ცირკულაციაში ეხმარება ლიმფურ სისტემას, სისხლძარღვებს, ვენებს.

მესამე - ჯანკფუდი, სწრაფი კვება და გაზიანი სასმელები. ამერიკაში განათლებული ადამიანი არ დადის სწრაფი კვების ობიექტებში. სირცხვილია, იქ რომ დაგინახონ. შვეიცარიაში რომ ვცხოვრობდი, 90-იან წლებში, იქ იყო ერთი "მაკდონალდსი". მეორის გახსნა რომ დააპირეს, ხალხმა გააპროტესტა, კინაღამ რევოლუცია მოხდა. ამიტომ აღარ გაიხსნა.
ჩვენთან ყველა იქ დადის, იციან, რომ საშიშია და ცუდია და მაინც იკვებებიან ამ საჭმლით. ჩაატარეს ცდა. ყუთში ორი წლით ჩაკეტეს ბურგერი. როცა გახსნეს, იგივე დახვდათ. არ გაფუჭდა. ანუ ჩვენ ვჭამთ პლასტმასს. ეს მიკროპლასტიკა ჩვენს ორგანიზმში რჩება. ერთჯერადი ჩაის პაკეტის გამოყენებით თქვენს ორგანიზმში შედის მილიონზე მეტი მიკროპლასტიკა.
იმდენი მიკროპლასტიკი გროვდება ჩვენს ორგანიზმში, რომ შეაგროვო, პლასტმასის კოვზი გამოვაო, სადღაც წავიკითხე. ეს ილექება თირკმელში, გულში, ტვინში და იწვევს სერიოზულ პრობლემებს. უაღრესად დაბინძურებულია ჰაერი და ადამიანში ბევრი მძიმე მეტალი ხვდება. ალცჰაიმერის - დემენციის ადრეულ ასაკში დაწყების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ბევრი მიკროპლასტიკი და მძიმე მეტალებია ორგანიზმში.
გააზიარე სტატია