Logo

ყვავილი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ყვავის

ყვავილი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ყვავის

12/30/2025

ტექსტის ზომა

Amorphophallus titanum – იგივე „ცხედრის ყვავილი“ ის მცენარეა, რომელიც თავისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ყვავის.

ის წლების განმავლობაში აგროვებს ენერგიას მიწისქვეშა უზარმაზარ ბოლქვში და ასაყვავებლად შესაძლოა 10, 20, ზოგჯერ 40 წელიც კი დასჭირდეს.

როცა ბოლოს და ბოლოს მცენარე აყვავდება, ეს პროცესი მხოლოდ 2–3 დღე გრძელდება, შემდეგ კი მცენარე ნელ-ნელა კვდება.

ყვავილი

Amorphophallus titanum რეკორდსმენი მცენარეა. მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილედი აქვს და სიმაღლით ზოგჯერ 3 მეტრს აღწევს. თუმცა მთავარი მოვლენა მისი ყვავილობაა. მცენარის ერთი ყვავილობა საკმარისია, რომ ბოტანიკური ბაღები ხალხით გადაივსოს.

უცნაურია ის მიზეზიც, რის გამოც ყვავილს „ცხედრის ყვავილს“ ეძახიან. საქმე იმაშია, რომ ყვავილობის დროს მცენარე გამოყოფს სუნს, რომელიც ძალიან ჰგავს დამპალი ხორცის სუნს.

ეს არ არის შემთხვევითი. ბუნებამ ისე მოაწყო, რომ ყვავილმა არა ფუტკრები, არამედ ბუზები, ხოჭოები და ის მწერები მიიზიდოს, რომლებსაც ლპობა იზიდავთ.

ყვავილი

„ცხედრის ყვავილის“ სამშობლო ინდონეზიის ტროპიკული ტყეებია.მისი ყვავილობა კი ხშირად ხდება მსოფლიოს წამყვან ბოტანიკურ ბაღებში, სადაც ხალხი საათობით ელოდება ამ იშვიათ მომენტს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიგანტიყვავილიყვავილობაცხედრის ყვავილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026