Logo

"ყველა ახალ წელს იყო ამ კაცის სტუმრობაზე გაწევ გამოწევა"- ავთანდილ გურული

"ყველა ახალ წელს იყო ამ კაცის სტუმრობაზე გაწევ გამოწევა"-  ავთანდილ გურული

01/14/2026

ტექსტის ზომა


მეკვლეობა ძველი ქართული ტრადიციაა და ადამიანები დღესაც დიდ ყურადღებას აქცევენ ვინ გადმოაბიჯებს პირველი ზღურბლზე ახალი წლის დადგომის შემდეგ.
ვინ იქნება მეკვლე კალანდა დღეს? ამას უდიდეს ყურადღებას აქცევენ გურიაში.
იუმორისტი ბლოგერი ავთანდილ გურული ერთ სახალისო ისტორიას გვიზიარებს, რომელიც გურიაში განვითარებულა და მოსახლეობაში დღესაც ლეგენდასავით ახსოვთ.

"გურიაში ერთი კაცი ყოფილა, ორივე ფეხი ხის ქონია და მეკვლედ მისულა ერთ-ერთ ოჯახში.

ხოდა იმ წელიწადს თურმე ძროხამ ტყუპი ხბოი მეიგო, ღორმა 12-გოჭი დაყარა, ქათამმა ინდაური გამოკეკა, შვილები დაქორწინდნენ, ნალიაში სიმინდი არ დეეტია და რავიცი. ყოლიფერი კაიო რომ იტყვიან!

მოკლედ აყვავდა ოჯახი და მაგის მერე ყველა ახალ წელს იყო ამ კაცის სტუმრობაზე გაწევ გამოწევა, მარა ყველასან ხო ვერ მივიდოდა (ხან მესამე სოფლიდან პატიჟობდენ) და რომ დეიღალა მერე მარტო ფეხებს აგზავნიდა თურმე, თვითონ ქი იყო სახლში და ყვაოდა ასე მთელი სოფელი!

სანამ ერთმა მთვრალმა მეზობელმა წაღებული ფეხები არ დაკარგა მერე ღელეში.

P.S. თუ ვინმეს გეცნოთ ისტორია დაწერეთ ვინ იყო, ან სად იყო.

მე უბრალოდ ამბად მაქვს გაგონილი" - იხსენებს ბლოგერი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026