საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
29 წლის ლელა ფარტენაძე ის ქალია, რომელსაც სამი დღეა ბათუმის ჯგუფში ეძებდნენ, აქებდნენ და ჩადენილი გმირობისთვის მადლობას უხდიდნენ.
ლელა, რომელიც სანაპიროზე შვლებთან ერთად იმყოფებოდა, დაუფიქრებლად გადაეშვა ზღვაში და სან-რემოს ხიდთან მობანავე ბიჭი გამოსტაცა უეცრად მოვარდნილ ტალღებს. შემდეგ კი ისე გაუჩინარდა ადგილიდან, მადლობაც კი არ მიუღია.
"დღეს, სანრემოს ხიდთან, ბიჭი რომ დახრჩობას გადაარჩინე, იმ გოგოს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.
ამ გოგოს გარდა, კიდევ ბევრი გაიქცა საშველად, მაგრამ ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა. პირველი გაიქცა, მით უმეტეს, ბავშვებთან ერთად იყო.
შენ იბედნიერე შენი შვილებით, უმაგრესი ადამიანი ხართ, ზღვა მადლობა თქვენ.
თუ წაიკითხავთ, გამოგვეხმაურეთ. მე შორს ვიყავი რომ დამენახეთ და დამემახსოვრებინეთ, თუმცა, დღეს ყველა იქ მყოფი შენზე საუბრობდა.
ყოჩაღ, ასე რომ გარისკე საკუთარი სიცოცხლე... მე რომ მოვედი, თქვენ უკვე წასული იყავით," - დაიწერა ბათუმის ჯგუფში. პოსტის ავტორს, მელ გორგაძეს მოგვიანებით თავად ლელა ფარტენაძეც გამოეხმაურა.
"გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად ფიქრიც კი ვერ შევძელი. თითოეული თქვენგანის დალოცვა უზომოდ ძვირფასია ჩემთვის. ღმერთმა დაიფაროს ყველა!" - ვკითხულობთ ახალგაზრდა გმირის კომენტარში, რომელსაც ათასობით გამოხმაურება აქვს. ბათუმელები და ქალაქის სტუმრები, ახალგაზრდა ქალს გმირობას უქებენ და გულწრფელ მადლობას უხდიან.
07/26/2026