Logo

ეს გემრიელია

"ყველაფერი გემრიელი გამოდის, როდესაც მზადებისას ეფერები" - ასმათ ტყაბლაძის ცომეულის და ხორბლის ფაფის რეცეპტი

"ყველაფერი გემრიელი გამოდის, როდესაც მზადებისას ეფერები" - ასმათ ტყაბლაძის ცომეულის და ხორბლის ფაფის რეცეპტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ზმნა" თავის გემრიელ რუბრიკაში - "რეცეპტები" გთავაზობთ ასმათ ტყაბლაძის ცომეულს. მსახიობი სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის - ლობიანის, ფხლოვანის, ხაჭოს ხაჭაპურის რეცეპტს აქვეყნებს. ის ასევე გვთავზობს თავის საფირმო, ხორბლის ფაფის რეცეპტს.

ასმათ ტყაბლაძე

ასმათ ტყაბლაძე: ყველაფერი გემრიელი გამოდის, როდესაც მზადებისას ეფერები. გულით და სულით აკეთებ.

მოვხარშოთ ლობიო ბათუმელა. შეგიძლიათ, სხვა ჯიშის ლობიოს არჩევა. თუმცა ბათუმელა ან გურულა სჯობს. შემდეგ ან გაატარეთ, ან კარგად ჩაზილეთ.

ზეთში მოვთუშოთ ხახვი, მერე სურვილისამებრ, დავუმატოთ კარგი ხარისხის მარგარინი, მარილი, პილპილი. შემდეგ ვიწყებთ გამოცხობას. გულსართს ცხიმი უნდა ჰქონდეს კარგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ლობიანი ცივდება, ის იფშვნება. თუ მარხვა არ არის, კარაქიც ძალიან უხდება.

ცომისთვის გამაფხვიერებელს ან დროჟს ვუშვრები. ცოტა შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ზეთი და მოზელთ გემრიელ ცომს. დაასვენებთ, შემდეგ გადაზელთ.

ლობიანი

ხაჭოს ხაჭაპური

ძალიან გემრიელია ხაჭოს ხაჭაპური. კარგი ხარისხის ხაჭო უნდა გქონდეთ. შეუერიეთ კარაქი. ცომი მაწონზე და კარაქზე უნდა დამზადდეს, რბილი, ფაფუკი.

ხაჭაპურისთვის კარგი ყველი უნდა შეარჩიოთ - სულგუნიც და იმერულიც. უმარილო ყველით მომზადებული ხაჭაპური, გემრიელი არ არის. ხაჭაპურისთვის სამნაირი ცომის მომზადება შემიძლია. კარაქიანი, მაწვნიან-კვერცხიანი და გამაფხვიერებლით. ცომი კარგია, როდესაც ახალმოზელილია. შენახული ცომით, კარგი ხაჭაპური არ გამოდის.

ხაჭაპური

ჭახრაკინა

ძალიან გემრიელია ჭარხლის ფოთლების და ყველის ჭახრაკინა, ოსური ხაჭაპური.

თბილ წყალში გახსენით საფუარი და ცოტაოდენი შაქარი. ფქვილს შეურიეთ მარილი, დაასხით საფუარიანი მასა და მოზილეთ რბილი ცომი. რამდენიმე წუთში ისევ გადაზილეთ. კარგად რომ ამოფუვდება, ყველითა და ჭარხლის ფოთლებით გამზადებული გულსართით გამოაცხეთ.

ასევე გემრიელია ჭარხლის ფოთოლი ბევრი მწვანილით, ქინძით, მწვანე ხახვით, ოხრახუშით. ეს ჭახრაკინას სამარხვო ვერსიაა.

ჭახრაკინა

ხორბლის ფაფა

დუშეთში ხელის საფქვავში ვფქვავდით ხორბალს. დაფქული ხორბალი ცოტაოდენ წყალში მოხარშეთ, დაასხით რძე, ადუღეთ რამდენიმე წუთი. მოურიეთ, რათა არ მიიკრას. უყავით ცოტაოდენი მარილი და ბოლოს ჩააგდეთ კარაქი. ვისაც კი გავასინჯე, ყველა მთხოვდა, როცა გააკეთებ, მეც გამიმასპინძლდიო. ისეთი გემრიელია, რომ მხოლოდ ამ ფაფას ჭამდა ჩემი შვილი და შვილიშვილი, რომლებსაც საერთოდ არ უყვართ ფაფები.

მენდეთ, უგემრიელესია...

ფაფა

ასევე დაგაინტერსებთ:

"ხბოსგან და ქათმისგან ნუ იგონებთ სისულელეს, ჩაქაფული არის ბატკნის!" - გია დავითიანის რეცეპტი

"დაბალ კალორიულია და ხშირად ვამზადებ" - ნინო ჩხეიძე "დედოფლის სალათის" რეცეპტს გვიზიარებს

უშაქრო, სამარხვო დესერტი და შემწვარი ატმის სალათა თიკა ჯამბურიასგან - რეცეპტები

ავტორი: ლილიანა ფალიანი

03/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024