საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი კარგად იქნება" - ეს ვასკა ჩუბინიძის სიტყვებია ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან, რომელიც Spotlight.ge-ზე განთავსდა.
ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, საქართველოს შემოქმედებითმა ინდუსტრიამ და მთელმა ქვეყანამ, ძალიან ნათელი და გამორჩეული მარკეტერი დაკარგა. ადამიანი, რომლის სახელსაც უამრავი გაბედული და შთამაგონებელი პროექტი უკავშირდება. ვასკა იყო საკომუნიკაციო სააგენტო Supermarket-ის და ღვინის ბრენდ "ჟუჟუნას" თანადამფუძნებელი. ახალგაზრდული კრეატიული ფესტივალის - "კანის ლომების" გამარჯვებული და ჟიურის წევრი.
ვასკა იყო ადამიანი, რომლის შთაგონებით თაობები უნდა აღზრდილიყო" - წერს Marketer.ge სოციალურ ქსელში.

Spotlight-ისთვის მიცემული ინტერვიუს ამონარიდი.
ვასკა ჩუბინიძე – ბრენდ სტრატეგი/თანადამფუძნებელი – „მილენიალ ჰაბი“:
- მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…
- ერთ დიდ გამარჯვებას არ ველოდები, ყოველდღე პატარ-პატარა გამარჯვებებს ვაგროვებ, რომელსაც საწვავად ვიყენებ, რომ გრძელვადიანი მიზნის გზაზე ვიარო. ეს გზა შეიძლება, სწორი არ აღმოჩნდეს, თუმცა ყოველთვის შეგიძლია, გამოცდილება დააგროვო და თავიდან ცადო.
- კიდევ კარგი ვცადე...
- ყველაფერი ახლის ცდა გულით მიხარია. გამოვარჩევდი ღვინის ბრენდის შექმნის მცდელობას, რომელიც მეგობრებთან ერთად წამოწყებული, პირველი დამოუკიდებელი ბრენდი იყო („იკანო“).
- და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ...
- პირველი, რაც თავში მომდის, პარაშუტით გადმოხტომაა, რისი გამბედაობაც, მე მგონი, უკვე მოვიკრიბე, თუმცა მჯერა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?
- ჩემი სიყვარული, ელენე ჟვანია და ჩემი მეგობარი/პარტნიორი, გიორგი ტაბატაძე.
- ერთ მშვენიერი დღეს...
- ყველაფერი კარგად იქნება...
02/06/2026