Logo

ყველაზე დიდი პეპელა

ყველაზე დიდი პეპელა

11/16/2025

ტექსტის ზომა

მეცნიერებმა ჰიმალაის აღმოსავლეთით, მსოფლიოში ყველაზე დიდი პეპლა აღმოაჩინეს.

პეპელა „ატლასის პეპლის“ სახელითაა ცნობილი და განსხვავებული ზომის გარდა, იშვიათი სილამაზითაც გამოირჩევა.

ატლასის პეპელას ფრთები 25 სმ სიგრძისაა, ფრენის დროს მათმა მოცულობამ, შესაძლოა, 30 სმ-საც მიაღწიოს. ეს ადამიანის ხელის ზომას აღემატება.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ ჰქვია პეპელას ატლასის სახელი.

ერთი მოსაზრებით, ეს პეპლის ზომას უკავშირდება და ის ადამიანებმა უზარმაზარ ტიტანს - ატლასს შეადარეს.

მეორე მოსაზრებით, შესაძლოა სახელი ფრთების მოხატულობის გამო დაერქვა, რომელიც ქაღალდის რუკას წააგავს.

პეპელა

არსებობს კიდევ ერთი ვერსია. რომ პეპლის სახელი მის მიერ წარმოებულ აბრეშუმის მსგავს ნივთიერებას უკავშირდება, რომელიც თანამედროვე ატლასის ქსოვილისგან განსხვავდება, თუმცა აბრეშუმი ჭიის მიერ მოქსოვილ ბადეს წააგავს.

პეპელას კიდევ ერთი სახელი აქვს.მას ჩინელები „გველის თავს“ უწოდებენ, რადგან მისი ფრთების მომრგვალებული ბოლოები, რეპტილიის თავის გამოსახულების ფორმას იმეორებენ.

მიუხედავად მისი უცნაური შეფერილობისა და ზომისა, პეპელა შხამიანი არაა და აბსოლუტურად უსაფრთხოა.

პეპელა

პეპლის ამ სახეობის წარმომადგენლები დღის განმავლობაში ბევრს არ მოძრაობენ, რის საშუალებითაც შეჯვარებისთვის ენერგიას ინარჩუნებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი დღის უმეტეს ნაწილს ენერგიის შესანარჩუნებლად ისვენებენ და მხოლოდ ღამით ეძებენ პარტნიორს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ატლასის პეპელაბუნების საოცრებაპეპელა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026