Logo

ყველაფერი ბავშვებზე

ყველაზე დიდი საჩუქარი, რის გაკეთებაც მშობელს შვილისთვის შეუძლია - ფსიქოლოგი ანა არველაძე

ყველაზე დიდი საჩუქარი, რის გაკეთებაც მშობელს შვილისთვის შეუძლია - ფსიქოლოგი ანა არველაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღევანდელ სამყაროში, სადაც ბავშვები დროის დიდ ნაწილს ეკრანებთან ატარებენ, ფსიქოლოგები და სპეციალისტები ეძებენ გზებს, რომლებიც ბავშვში იმ უნარებს განავითარებს, რაც მომავალში ადამიანის წარმატებას, ემოციურ მდგრადობასა და შინაგან ძალას განსაზღვრავს.

რა ხდება მაშინ, როცა მშობელი გადაწყვეტს შვილს დისციპლინის გამომუშავებაში სხვადასხვა წრეებზე ტარებით დაეხმაროს?

ანა არველაძე

ფსიქოლოგი ანა არველაძე ამბობს,რომ ეს ის უდიდესი საჩუქარია, რომლის გაკეთებაც მშობელს შვილისთვის შეუძლია.
ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილის პოდკასტში "აღზრდის სკოლა მშობლებისთვის", დეტალურად ისაუბრა სპორტისა და მუსიკის როლზე ბავშვის განვითარებაში.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ჰობი არ არის, ეს არის გარემო, რომელიც პიროვნებას აყალიბებს... სპორტი და მუსიკა აძლიერებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ჯანმრთელობას და ავითარებს იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება.

სპორტი

"სპორტი ეხმარება ყველაზე არადისციპლინირებულ ადამიანსაც გახდეს დისციპლინირებული. არის რაღაცა ფენომენალური პროცესი და შესაბამისად, ყველაზე დიდი საჩუქარია შვილისთვის.
რასაკვირველია, მათ შორის ფიზიკური სიჯანსაღე არ უნდა დაგვავიწყდეს. იმიტომ რომ ფიზიკური სიჯანსაღე არის სწორედ ის ფუნდამენტი, რომელზეც "დანარჩენი სიჯანსაღეები" (ეს იქნება ემოციური თუ სულიერი და ასე შემდეგ) იგება.

მუსიკა

რაც შეეხება სპორტსა და მუსიკას, ეს ორი ძალიან დიდი საჩუქარია. სხვა რომ ვერაფერი გაუკეთოს მშობელმა საკუთარ შვილს, ის ორი ღერძი მის პიროვნებას წარმოუდგენელ თვისებებს აჩუქებს და განუვითარებს თავის ტვინის ისეთ უბნებს, რომლებიც სხვა ვერცერთ შემთხვევაში ვერ განვითარდება,“ - თქვა ფსიქოლოგმა.

ავტორი: ზმნა

05/24/2026

ანა არველაძებავშვიბავშვი და მშობელიფსიქოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024