Logo

"ყველაზე კარგად ბაჩო მიცნობს" - ნუცა კუხიანიძე ქმარზე

"ყველაზე კარგად ბაჩო მიცნობს" - ნუცა კუხიანიძე ქმარზე

09/23/2026

ტექსტის ზომა

43 წლის ნუცა კუხიანიძე ქალაქგარეთ, ახალდაბაში ცხოვრობს, მცხეთიდან 22 კილომეტრში.

ნუცას და ბაჩო ჩალაძეს ჰყავთ შვიდი წლის ვაჟი, თომა. დიჯეი მსახიობის მეორე ქმარია. ნუცას და გუკა რჩეულიშვილის ქალიშვილი, კატო უკვე 19 წლისაა.

როგორც ნუცა "ვიკასთან", პოდკასტში ამბობს, თავს ახალდაბაში კარგად გრძნობს. ხოლო შეკითხვაზე, ვინ იცნობს მას ყველაზე უკეთ, მსახიობი პასუხობს.

ნუცა კუხიანიძე: ყველაზე კარგად ბაჩო მიცნობს. 24 საათია ერთად ვართ. საქმეს ერთად ვაკეთებთ, ბავშვებთან ერთად ვართ. ყველანაირი გაგებით მეგობარია.

დედაჩემს ეგონა, რომ ის მიცნობს ყველაზე კარგად, მაგრამ არა. ჩემი თავის გარდა, ვინც კარგად მიცნობს - ბაჩოა. მეც კარგად ვიცნობ მას.

სიყვარული მხოლოდ რომანტიკული რამ არ არის, ბევრი რამის თანხვედრაა. ადამიანის შინაგანი უნდა იცოდე, მერე რეალურად ის გიყვარს.

სულ ამბობს, შენ ჩემზე არასდროს ლაპარაკობო და აჰა, ვილაპარაკე.

ნუცა კუხიანიძე

ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ვიღაცასთან ერთობის მომენტი. როგორც ჩანს, ეს ვიპოვე. ბაჩოს ვგულისხმობ.

მახსოვს, ქალაქგარეთ საცხოვრებლად რომ გადავდიოდით, უკვე თბილისში ყოფნა გაუსაძლისი იყო. იჭრებოდა და მძიმდებოდა სიტუაცია. მე მაინც "ჩემთვის" ტიპი ვარ. თბილისში ვეღარ ვძლებდი. გადავედით და დაემთხვა კოვიდიც.

ნუცა კუხიანიძენუცა კუხიანიძე

ჩავიკეტეთ და ამ ჩაკეტილობამ სულ სხვა სიმშვიდე და ფილოსოფია აღმომაჩენინა. ჩემ თავთან დავრჩი მარტო. და იმდენად ღრმაა ჩემი შინაგანი სამყარო, რომ ახლა ამას ვეღარ ველევი. იქ არის პასუხები და გარეთ ნაკლებად ვეძებ.

და კიდევ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დაფასება და მადლიერებაა. არადა, ადამიანებს სულ მეტი და მეტი გვინდა და რაც გვაქვს, იმით არასდროს არ ვართ ბედნიერი, კმაყოფილი. ამ დროს შეიძლება უკვე გაქვს ის, რაც საკმარისია, რომ ბედნიერი იყო და ვერ ამჩნევ. ასე რომ, მადლიერების გრძნობა კარგი აღმოჩენაა.

ნუცა კუხიანიძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026