საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას დღეს სასამართლოში დაკითხავენ. ეკა კუპატაძე დაიკითხება, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე.
მოკლული მასწავლებლის დედა საზოგადოებას დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს.
"26 მარტს, 10 საათიდან 16 საათამდე, სასამართლო პროცესზე იქნება ჩემი დაკითხვა!
ბევრჯერ შემეხიდეთ, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მჭირდებით!
ეს არის დღე, რომელსაც არც ერთი დედა არ უნდა მოესწროს და 19 ოქტომბრის შემდეგ, მოუთმენლად ელოდება გიგა ავალიანის დედა!
შევძლებ დედი!
არ დავეცემი დედი!
მოგიკვდი დედიიიიი!" - წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი მოზარდი დააკავეს. მათგან ერთს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა.
გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა.
03/25/2026