Logo

სპორტი

ყველაზე სამარცხვინო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში

ყველაზე სამარცხვინო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ალჟირი ავსტრიას 3:2 უგებდა. მესამე გოლი ალჟირელებმა 90+3 წუთზე გაიტანეს. მატჩი ასე რომ დასრულებულიყო, 1/16 ფინალში ალჟირის ნაკრები ესპანეთზე გადიოდა, ავსტრია კი პლეი ოფს მიღმა რჩებოდა. და რა მოხდა დარჩენილ დროში?

90+6 წუთზე ავსტრიამ მეტისმეტად იოლად გაათანაბრა, რითაც ავსტრიელები პლეი ოფში მოხვდნენ, ალჟირი კი ესპანეთის ნაცვლად ბევრად იოლ მეტოქეზე - შვეიცარიაზე გავიდა. ორივე გუნდი კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა და თუ ვინმე დაიჩაგრა, ირანის ნაკრები იყო, რომელიც ავსტრიელთა იმ ბოლო წამის გოლმა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის მიღმა დატობა. და როგორი ბედის ირონიაა, რომ ფიფამ ბოლო ტურის მატჩების ერთდროულად ჩატარების წესი ზუსტად 44 წლის წინანდელი ერთი ანალოგიური მატჩის გამო შემოიღო. ის მატჩი „ხიხონური სირცხვილის“ სახელით არის შესული ფეხბურთის ისტორიაში და მისი ფიგურანტები მაშინაც ავსტრიას და ალჟირი იყვნენ. ოღონდ, ალჟირს მაშიმ მსხვერპლის როლი ერგო, ახლა კიმ - მჩაგვრელის...

1982 წელი, ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატი. B ჯგუფი: გერმანია, ავსტრია, ალჟირი და ჩილე. ბოლო ტურტში, 24 ივნისს, ალჟირმა ჩილე დაამარცხა და ჯგუფი 4 ქულით დაასრულა. გერმანია და ავსტრია მეორე დღეს თამაშობდნენ. სატურნირო მდგომარეობა კი ასეთი იყო:

ავსტრია 2 2 0 0 3:0 4

ალჟირი 3 2 1 0 5:5 4

გერმანია 2 1 0 1 5:3 2

ჩლე 3 0 0 3 3:8 0

ეს ის დროა, როდესაც მოგებაზე ჯერ კიდევ 2 ქულა იწერება, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში კი უპირატესობა ბურთების შეფარდებას ენიჭება.

ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ თუკი გერმანია ბოლო მატჩში ავსტრიას მინიმალური ანგარიშით მოუგებს, მომდევნო ეტაპზე გერმანია და ავსტრია გადიან, ალჟირი კი ჯგუფში რჩება. თანაც ავსტრია შედარებით იოლ მეტოქეებზე გადის. ანუ, ყველაფერი ავსტრიელი და გერმანელი ფეხბურთელების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

და რა ხდება მათ შეხვედრაში? გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავი ხრუბეში მე-10 წუთზე უტანს ავსტრიას და... დარჩენილი 80 წუთი ორივე გუნდი აუღელვებლად აგორებს ბურთს მოედნის შუაში. არც ერთი გუნდი შეტევას არც ფიქრობს! ამგვარმა ყოვლად სამარცხვინო ქცევამ მთელი მსოფლიო აღაშფოთა. შეურაცხყოფილი დარჩა ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებელიც, რომელმაც ფეხბურთის ნაცვლად, ბურთის სამარცხვინო გორება იხილა. და როგორც ვთქვით, რეზონანსი იმდენად დიდი იყო, რომ ფიფამ წესებში რადიკალური ცვლილებაც კი შეიტანა.

ფეხბურთი

სრულიად სამარცხვინო იყო მატჩის შემდეგ ფეხბურთელების კომენტარებიც. „მთავარია, რომ ჯგუფიდან გავედით“ - თქვა ლოთარ მათეუსმა. ავსტრიელთა ლეგენდა ჰანს კრანკლმა კი ბრძანა: მიმიფურთხებია ყველასთვის, შემდეგ ეტაპზე გავედითო.

ალჟრმა მატჩის შედეგი გააპროტესტა, მაგრამ ფიფამ შედეგის გაუქმებაზე უარი თქვა, თუმცვა ბოლო ტურის წესი შემოიღო. წესის შეცლა, ალჟირელებისთვის, ცხადია, ვერაფერი შეღთავათი იყო.

ახლა, ავსტრია - ალჟირის მატჩის მერე, ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომ ორივე ნაკრებისთვის სასურველი ეს ანგარიში, თან ასე უცნაურად, მაინცდამაინც უსიტყვო გარიგების შედეგია. მაგრამ ირანელები ამ შეხვედრას „ხიხონური სირცხვილის“ ანალოგიით „კანზასურ სირცხვილად“ რომ მონათლავენ“, ალბათ, უდავოა.

ავტორი: გიორგი დარჯანია

06/29/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024