Logo

ასტროლოგია

ყვითელი კრისტალი - ივლისის თვის თილისმა ფენ შუის მიხედვით

ყვითელი კრისტალი - ივლისის თვის თილისმა ფენ შუის მიხედვით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ივლისი ფენშუიში ენერგიების ცვლილებისა და სურვილებზე ფოკუსირების პერიოდად მიიჩნევა. ამ თვის ერთ-ერთ მთავარ თილისმად სპეციალისტები კრისტალს ასახელებენ. ამ ნივთს, სივრცეში პოზიტიური ენერგიის მოზიდვას და კონკრეტული მიზნის გაძლიერებას უკავშირებენ.


ფენშუის სპეციალისტის ეკა კვარაცხელიას განმარტებით, ივლისში განსაკუთრებული მნიშვნელობა ყვითელ კრისტალს ენიჭება, რომელიც სასურველია, სახლში სწორ სექტორში განთავსდეს და მხოლოდ ერთ, კონკრეტულ სურვილს დაუკავშირდეს.

ეკა კვარაცხელია

"ივლისის თვის თილისმა გახლავთ კრისტალი. ის შეიძლება იყოს პირამიდის ფორმის ან სადგამზე. ეს კრისტალები სხვადასხვა ფერის არსებობს, მაგრამ ივლისში ყვითელს გირჩევთ," - ამბობს ეკა კვარაცხელია.
მისი განმარტებით, კრისტალისთვის რამდენიმე სურვილის ასრულების მოთხოვნა შედეგის მიღებას გაართულებს და ამიტომ ერთ კონკრეტულ სურვილზე ჩამოყალიბებაა მნიშვნელოვანი.

კრისტალი

"ეს თილისმა გამოიყენება თქვენი ყველაზე ღრმა სურვილის ასასრულებლად, მაგრამ ის უნდა იყოს მხოლოდ ერთი, სასურველია ფულადი, დაკავშირებული „სწრაფ გამდიდრებასთან“, შემოსავლის ზრდასთან ან სარისკო ფინანსურ ტრანზაქციებში წარმატებასთან.

კრისტალი

მოათავსეთ იგი თქვენი ბინის ჩრდილოეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში (ივლისისთვის); კრისტალი პოზიტივის და სახლში ხელსაყრელი ,,ცის” მიიზიდავს ემსახურება. თუმცა ის აღარ მიიღებს სხვა სურვილების ასრულების თხოვნებს," - გვირჩევს ფენ შუის სპეციალისტი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

07/07/2026