საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარია სოციალურ ქსელში თავზარდამცემ პოსტს აქვეყნებს:
"ეკლესიებმა უარი მითხრა შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან სახლში.
გასვენება ხუთშაბათს, 6 აგვისტოს, ზუგდიდი თავისუფლების ქუჩა, 15."

ამ წარმოუდგენელ რეალობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმარეუბა მოჰყვა.
"საქართველოს მტრებთან ბრძოლაში დაბერდა კაცი!!! ნახევარი სხეული ტყვიით აქვს დაგლეჯილი!!! არ გამოუტოვებია არც ერთი ბრძოლა მტერთან, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში!!!
რუს ოკუპანტებს ახლა უკრაინაში ებრძვის!!! რამდენიმე ასეული ოკუპანტის განადგურებით, ათასობით ქართველის და უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა!!!
საპატრიარქომ ეკლესიის კარი დაუხურა ასეთ კაცს, ამ უდიდესი ტრაგედიისას" - წერს გიორგი მუმლაძე.

"უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე, პირადად მიდიოდა გარდაცვლილი ახალგაზრდის სამძიმარზე, პირადად უგებდა წესს და მშობლებს ანუგეშებდა.
ბევრ მშობელს საპატრიარქოში მასპინძლობდა, რომ ენუგეშებინა.
უწმინდესი ილია მეორეს პატრიარქობის დროს, ვინ გაბედავდა უარის თქმას მიცვალებულის და მითუმეტეს ახალგაზრდას ეკლესიაში დასვენებაზე?" - მიშა ბალიაშვილი.

ზაალ ლატარია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმეს მისამართით წერს:


ცნობისთვის, ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი, 2 შვილის დედა, 26 წლის ლანა ლატარია 30 ივლისს გარდაიცვალა. ის აჭარაში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ის ორსულად იყო. სახლში მოულოდნელად ცუდად გახდა. კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
08/04/2026