Logo

როგორ ადამიანებში მატულობს ქრონიკული ტკივილი

როგორ ადამიანებში მატულობს ქრონიკული ტკივილი

12/07/2025

ტექსტის ზომა

თუ ქრონიკული ტკივილი გაწუხებთ, პრობლემის მიზეზი შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება იყოს. უფრო მეტიც, ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტად თვითკრიტიკულმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა ქრონიკული ტკივილი გააუარესოს.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, როგორიცაა შაკიკი, ზურგის ტკივილი ან ართრიტი, პერფექციონიზმის უფრო მაღალი ქულები აქვთ და ხშირად ნაკლებად სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.

ტკივილი

ავსტრალიაში, მერდოკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ, ქრონიკული ტკივილის მქონე 500-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი, ისეთი ადამიანების ჯგუფს შეადარა, რომლებსაც ეს ტკივილები არ ჰქონდათ.

კვლევის მონაწილეებმა უპასუხეს ონლაინ გამოკითხვებს სამი მახასიათებლის შესახებ - პერფექციონიზმი, საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა და თავდაჯერებულობა.

შედეგებმა აჩვენა, რომ ქრონიკული ტკივილის მქონე პირები ახდენდნენ ძლიერ ზეწოლას საკუთარ თავზე, სხვების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ისინი ასევე გაცილებით ნაკლებად თანამგრძნობები იყვნენ საკუთარი თავის მიმართ და აკლდათ თავდაჯერებულობა ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტისას.

ადამიანები, რომლებიც უფრო მკაცრი იყვნენ საკუთარი თავის მიმართ, უფრო მეტად ცდილობდნენ ტკივილის გადალახვას არარეალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც უფრო მეტ სტრესს და იმედგაცრუებას იწვევდა.

მეცნიერების აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ფიზიკურ მდგომარეობას აუარესებს არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ ტკივილს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

თვითკრიტიკაკვლევატკივილიქრონიკული ტკივილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026