სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"აღდგომის სუფრა სიხარულთან, ოჯახთან და გემრიელ კერძებთან ასოცირდება. და დიახ, ხშირად გვემართება, რომ იმაზე მეტს ვჭამთ, ვიდრე რეალურად გვჭირდებოდა.
ზედმეტი ჭამე ამ დღეებში? - ნუ შეგეშინდება, ერთად ვიმოქმედოთ სწორად," - წერს სოციალურ ქსელში კვების პროფესიონალი კონსულტანტი ნინო დეკანოსიძე.
იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც დღესასწაულის დღეებში ზედმეტი მიირთვა და შესაბამისად წონაშიც მოიმატა, კვების კონსულტანტი რამდენიმე კონკრეტულ რჩევას აქვეყნებს.

"პირველ რიგში:
არ არის საჭირო პანიკა და საკუთარი თავის დადანაშაულება. ერთი დღე არ განსაზღვრავს არც თქვენს წონას და არც ჯანმრთელობას.
რა არ უნდა გავაკეთოთ:
არ დაიწყოთ მკაცრი შიმშილი მეორე დღეს ;
არ „დაისაჯოთ“ უკიდურესი დიეტებით;
არ იფიქროთ, რომ ყველაფერი გაფუჭდა;

როგორ მოვიქცეთ სწორად:
1. დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს მეორე დღიდან გააგრძელეთ თქვენი სტანდარტული, დაბალანსებული კვება;
2. წყლის მიღება გაზარდეთ. წყალი ეხმარება ორგანიზმს ჭარბი მარილისა და შეშუპების შემცირებაში;
3. მოძრაობა დაამატეთ. სეირნობაც კი საკმარისია საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად;

4. მსუბუქი კვება აირჩიეთ:
• ბოსტნეული
• ცილა (ქათამი, თევზი, კვერცხი)
• ნაკლები შაქარი და გადამუშავებული საკვები
5. მოუსმინეთ ორგანიზმს შიმშილისა და დანაყრების სიგნალების დაბრუნება მნიშვნელოვანია.
დაიმახსოვრე - ერთი გადაცდომა არ წყვეტს შედეგს. შედეგს ქმნის შენი ყოველდღიური არჩევანი,"-წერს ნინო დეკანოსიძე.
04/16/2026