Logo

სასარგებლო რჩევები

ზღვაში შესვლამდე თმა უნდა დაისველოთ - რჩევები თმის სპეციალისტისგან

ზღვაში შესვლამდე თმა უნდა დაისველოთ - რჩევები თმის სპეციალისტისგან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხული ყველასთვის დასვენებასთან, მზესთან და ზღვასთან ასოცირდება, თუმცა ჩვენი თმისთვის ეს პერიოდი ნამდვილი გამოცდაა. ხშირად ვამჩნევთ, რომ ზღვის სეზონის შემდეგ ჩვენი თმა უსიცოცხლო და გამოფიტული ხდება. მცხუნვარე მზე და მარილიანი წყალი თმას აშრობს და მის სტრუქტურას აზიანებს.

თმა

იცით, როგორ უნდა მოუაროთ თმას იმ შემთხვევაში, თუ მას ზღვის წყალთან ინტენსიური შეხება უწევს?

თმის სპეციალისტმა, ლიზი სეხნიაშვილმა მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტურ ხერხი გაგვიზიარა, რომლის გამოყენებაც, ჩვენს თმას დაზიანებას მნიშვნელოვნად ააცილებს.


„სანამ აუზში ან ზღვაში შევალთ, თმა უნდა დავისველოთ. ანუ, სველი თმით უნდა შევიდეთ... იმიტომ რომ მშრალი თმა, მშრალი ღრუბელივითაა, ყველაფერს იწოვს და მავნე ნივთიერებები ძალიან დიდი რაოდენობით რჩება თმის შიდა ბოჭკოვან შრეში.

თმა

შესაბამისად, თუ რომელიმე კონკრეტულ დამცავ პროდუქტს არ ვიყენებთ, უმჯობესია, ზღვაში ნოტიო თმით შევიდეთ. ამ შემთხვევაში თმა ნაკლებ ასეთ ნივთიერებებს აიღებს...

თმა

შემდეგ, როდესაც წყლიდან ამოვალთ, თმა უბრალოდ ჩამოვიბანოთ. აი, როგორც კანისთვის არ არის სასურველი ქლორიანი წყალი და უნდა ჩამოვიბანოთ და ისე უნდა მივიღოთ ნამზეური, ზუსტად ასე ხდება თმაზეც,“ - განმარტავს ლიზა სეხნიაშვილი.

ავტორი: ზმნა

06/23/2026