Logo

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლისთვისაც ეს კვირა ეფექტური, ჰარმონიული და საინტერესო იქნება

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლისთვისაც ეს კვირა ეფექტური, ჰარმონიული და საინტერესო იქნება

09/20/2026

ტექსტის ზომა

ამ სამ ნიშანს მიმდინარე კვირაში ცვლილებების დრო აქვს. სიახლეებით და მოულოდნელობებით სავსე კვირა, ნამდვილად საინტერესოს ხდის შემოდგომის ამ პერიოდს. ეს ნიშნებია - ლომი, სასწორი და მორიელი.

ასტროლოგ სოფია ბზეკალავას პროგნოზი:

ლომებისთვის საკმაოდ ჰარმონიული კვირაა. რაკი ზაფხული დასრულდა და ლომებს მოწყენილობა აქვთ, მინდა გითხრათ, თქვენთვის ზაფხული არ დასრულებულა. მომდევნო კვირიდან ლომი კიდევ გაცოცხლდება. მაგრამ ამ კვირაში ლომი უნდა იყოს ყურადღებით ახალ ნაცნობებთან დაკავშირებით. მისთვის შესაძლოა პერსპეექტიული ჰორიზონტები გადაიშალოს. მთავარია, ლომი ამ ყველაფერს არასერიოზულად არ მოეკიდოს. ამიტომ ძვირფას ლომებს ვურჩევდი, ძალიან დააკვირდნენ მიმდინარე კვირის მანძილზე ვის გაიცნობენ. მეტსაც გეტყვით, ეს შეიძლება იყოს მორიელის და ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ასევე მერწყული ან თხის რქა.

ლომი

სასწორისთვის ძალიან საინტერესო კვირაა. კვირის პირველი ნაწილი შეიძლება იყოს ბევრად უფროს მშვიდი და ნაკლები ექსესებით, ცოტა მოსაწყენიც, სასწორი რუტინით შეიძლება იყოს დაკავებული. მაგრამ ახლოვდება სავსემთვარეობა. ყოფილების დაბრუნება, ძველი პროექტების ახლებურად შემოთავაზება, მნიშვნელოვანი საუბრები... მოკლედ, 23-24 რიცხვიდან სასწორთან ცხოვრების რიტმი აჩქარდება.

რთული იქნება რჩევის მიცემა, სასწორთან შეინიშნება მომენტი, როცა ის თითქოს წონასწორობას კარგავს, იმიტომ, რომ მას არ აცლიან მიიღოს გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად. სასწორი ვერ იტანს, როდესაც აჩქარებენ. როდესაც აჩქარებენ, ის უფრო ჯიუტია. მიმდინარე კვირა ზუსტად ის კვირაა, როდესაც ნაკლებად უნდა იყოთ ხათრიანი, მაქსიმალურად ხაზი უნდა გაუსვათ თქვენს ინდივიდუალურ სურვილებს და გადაწყვეტილებებს. თქვენთან უნდა დასრულდეს ის, რასაც აქამდე აკეთებდით ურთიერთობებში, ანუ ძველი მოდელი, როგორ უთმობდით, ითვალისწინებდით. ახლა დრო დადგა თქვათ, მე მაქვს უფლება ვიყო ჩემი თავი და ვპოზიციონირებდე ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე.

სასწორი

მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეს კვირა საკმაოდ ეფექტური ექნებათ. მას აქვს საშუალება ბევრი რამ დაასრულოს, რაც მი ყოველდღიურ რუტინას ეხება. გარკვიოს სამსახურეობრივი ურთიერთობები, შეათანხმოს ახალი გრაფიკი. თუნდაც დააწესოს ახალი წესები. ბევრ მორიელთან სამსახურის შეცვლის პერსპექტივა შეიძლება იყოს.

მოისურვებთ ტექნიკის შეცვლას, ყიდვას. რასაც გირჩევთ, რადგან მალე მერკური რეტროგრადული გახდება და ტექნიკა მანამდე ჯობს გამოცვალოთ. მოერიელთან ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება.

მორიელი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026