საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სოფო ბედიას „პრისიონერა“ საახალწლო დღეების ტრენდი აღმოჩნდა.
წვიმის თქეშის იმიტაცია, რომელიც მომღერალს, სიმღერის შესრულებისას ასველებდა, ინფლუენსერებისა და პაროდისტების შთაგონების წყაროდ იქცა და სოციალურ ქსელებში, შხაპის ქვეშ გადაღებული უამრავი ვიდეო გაჩნდა.
არაერთგვაროვანია ის რეაქციებიც, რომელიც სიმღერის ასეთ ორიგინალურ გატრენდებას მოჰყვა. „პრისიონერას“ თემაზე გაკეთებულ პაროდიებს გამოეხმაურა პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანიც.
ჩარკვიანი ამბობს, რომ სასურველია ადამიანებმა „უკიდეგანო ლანძღვასა“ და იუმორს შორის ზღვარი დაიცვან.
„სოფო ბედიას აქვს ვოკალის ძალიან კარგი შესაძლებლობები, ძლიერი ტემბრი. კარგად ფლობს ვოკალს, პროფესიონალია და ამ სიმღერასაც ასრულებს, როგორც პროფესიონალი - ეს ფაქტია.

დანარჩენი რა მოგახსენოთ... ზოგიერთ ნიჭიერად გაკეთებულ “შარჟზე” გულიანად ბევრი ვიცინე და ვიხალისე, განსაკუთრებით “დუშის” ქვეშ ნამღერ შარჟებზე, მართლა ვიცინე….
მაგრამ ვისურვებდი რომ საზღვარი არსებობდეს და იცოდნენ ადამიანებმა, სად გადის ზღვარი უკიდეგანო ლანძღვასა და იუმორს-ღიმილს შორის…
“ზოგიერთის” გასაგონად ვიტყვი, რომ გოიმობას ნუ ჩამოვყვებით, რადგან ყველგან მოიძებნება მრავლად, ასეთი უკიდეგანო ბულინგი, ფიზიკურ სხეულზე მითითება, ლანძღვა უშვერი სიტყვებით მომღერლისა (რომელიც საკმაოდ ბევრს ჯობია პროფესიონალიზმით, არც თუ “არაგოიმურ” ქართულ ესტრადაზე) ესეც ძალზე დიდი პროვინციალიზმია.
ნუ ჩავეფლობით ზიზღის მორევში. ერთმანეთის “დასამარხი” აღარ დაგვრჩება ადამიანებო. ხომ იცით მეგობრებო, ყოველთვის, რასაც ვფიქრობ იმას ვწერ,“- დაწერა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში.
01/07/2026