რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი
გიორგი თევდორაშვილი ზიარების წესებს გაგვაცნობს: თუ როგორ უნდა მივეახლოთ ამ დიდ სიწმინდეს, ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორ უნდა მოვიქცეთ საიდუმლოს შესრულებისას და რა გვმართებს ზიარებისთვის...
ზიარების ათი წესი, რომელიც უნდა იცოდეს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, რომ მიეახლოს ზიარებას.

4. იმ მომენტისათვის, როცა მღვდელი ან დიაკვანი გამოაბრძანებს წმინდა ბარძიმს სიტყვებით: „შიშითა ღვთისათა, სიყვარულითა და სარწმუნოებით მოვედით“, თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საკურთხევლის სიახლოვეს; თუ ზიარებისათვის გამოდის ერთდროულად რამდენიმე მღვდელი, რამდენიმე ბარძიმით, მიდით მასთან, ვინც თქვენთან ახლოს აღმოჩნდება. არ ეცადოთ ჩადგეთ რიგში ყველაზე პატივცემულ ან ცნობილ მღვდელთან, რადგან ქრისტეს სისხლი და ხორცი ყველა ბარძიმში ერთი და იგივეა და მას გაწვდით თავად ქრისტე მღვდლის მეშვეობით.
5. წმინდა ბარძიმთან მიახლებისას ხელები დაიწყვეთ მკერდზე ჯვრისებურად; თუ თქვენ ხელში, ხელზე, ან მხარზე ჩანთა გაქვთ, დადეთ ძირს, რომ არ ჩამოგვარდეთ ზიარების დროს და არ წამოედოს წმინდა ბარძიმს.
6. მიუახლოვდებით რა მღვდელს, დაასახელეთ თქვენი სახელი, არა ჩურჩულით ან ხმადაბლა, არამედ, ხმამაღლა და გარკვევით, რომ გასაგები იყოს. მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხართ, რომ მღვდელმა იცის თქვენი სახელი, მაინც აუცილებლად წარმოთქვით იგი, რადგან ხალხის დიდ სიმრავლეში მღვდელს ნამდვილად შეიძლება ყველაზე კარგად ნაცნობი ადამიანის სახელიც კი დაავიწყდეს. ნუ ჩააყენებთ მას უხერხულ მდგომარეობაში. თქვენს სახელს ნუ მიამატებთ გვარს ან სხვა სიტყვებს, ვთქვათ, მონა ღვთისა ან მხევალი ღვთისა, ან უძლურებაში მყოფი და სხვა. მღვდელმა თქვენგან უნდა მოისმინოს მხოლოდ თქვენი სახელი. ყოველთვის წარმოთქვით სრული სახელი.
7. ნუ გადაიწერთ პირჯვარს ნურც ზიარების წინ, ნურც მაშინვე ზიარების მიღებისთანავე. იმიტომ, რომ შემთხვევით არ გამოსდოთ ხელი ბარძიმს და არ დააქციოთ მაცხოვრის ძვირფასი სისხლი. ბარძიმის წინ დადექით სწორად და არ მოიხაროთ, უყურეთ ბარძიმს და არა იატაკს, პირი გააღეთ ფართოდ, თორემ ქრისტეს ნაწილი შეიძლება წამოედოს თქვენს ტუჩებს და ძირს დავარდეს. არ ამოძრავოთ თავი და არ ეცადოთ პირით დაიჭიროთ ზიარების კოვზი, თორემ მღვდელს შეიძლება შეეშალოს, ააცდინოს და წმინდა სისხლი დაიღვრება. გაითვალისწინეთ, რომ თუ წმინდა სისხლი დაეღვრება თქვენს ტანსაცმელს, მღვდელი მოვალე იქნება ამოჭრას და დაწვას ქსოვილის ის ნაჭერი, რომელზეც ის დაესხა.

8. ზიარების მიღების შემდეგ ნურაფერს წარმოთქვამთ, ნუ გადაუხდით მადლობას მღვდელს, ნუ დაუსვამთ კითხვებს, მოწიწებით და ფრთხილად ეამბორეთ ბარძიმის ფეხის ქვედა კიდეს, ისე, რომ არ გაჰკრათ. შემდეგ წადით იმ ადგილისკენ, სადაც მიიღებთ სეფისკვერს და დააყოლებთ ცხელ წყალში განზავებულ ღვინოს.
9. თუ თქვენ საზიარებლად მიიყვანეთ ჩვილი, დაიწვინეთ ის მარჯვენა ხელში, და არა მარცხენა ხელზე. თუ ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დადის, ზიარებაზეც თავისი ფეხით მივიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია აზიაროთ ბავშვი რეგულარულად, რათა არ ეშინოდეს ზიარების, არ იტიროს და არ იჭირვეულოს. თუ ბავშვი აქტიურად უძალიანდება ზიარების მიღებას, ნუ აიძულებთ, რათა ზიარების მიღება მის ცნობიერებაში არ იქნას ასოცირებული სტრესთან და ძალადობასთან.
10. ზოგიერთები განიცდიან ზიზღს იმის მიმართ, რომ ასობით ადამიანი ეზიარება ერთი ბარძიმიდან და ერთი კოვზით. თუ თქვენ გაქვთ ასეთი შეგრძნება, შეეცადეთ გადალახოთ იგი. ნუ შეგეშინდებათ, რომ დაავადდებით სხვა ადამიანებისგან საზიარო კოვზით, რადგან ქრისტეს სისხლისა და ხორცის სიწმინდე ანადგურებს ყოველგვარ გამომწვევს. ამავე დროს, თუ თქვენ გაქვთ გრიპი ან სხვა რაიმე გადამდები დაავადება, ნუ მოხვალთ ტაძარში, რათა არ გადასდოთ სხვებს, ასეთ შემთხვევაში შინ ილოცეთ. თუ ძლიერ ავად ხართ, მიიწვიეთ მღვდელი თქვენს სახლში, რომ მან შინ გაზიაროთ.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ზიარება ყველაზე დიდი საიდუმლოა. ის აერთებს ადამიანს ღმერთთან არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც; რამეთუ ზიარებისას ჩვენ შინაგანად ვიღებთ სისხლსა და ხორცს არა უბრალო ადამიანისა, არამედ განკაცებული ღმრთისა. ზიარების შედეგ ჩვენი სხეულის უჯრედებში შეითვისება თავად ღმერთის სხეულის ნაწილები, და ჩვენს ძარღვებში ამოძრავდება მისი სისხლი. ამიტომ ზიარების შემდეგ უნდა მოვიქცეთ განსაკუთრებით მოწიწებულად, რომ მრავალსიტყვაობით, მიწიერი ზრუნვით, ვნებებით თუ ცოდვებით არ გავფანტოთ და დავკარგოთ ძვირფასი ნიჭი, რომელიც მივიღეთ.

12/28/2025