Logo

"ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ჩართულია შვილის ცხოვრებაში, რადგან კითხულობს სკოლაში როგორაა საქმე" - ზურა მხეიძე

"ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ჩართულია შვილის ცხოვრებაში, რადგან კითხულობს სკოლაში როგორაა საქმე" - ზურა მხეიძე

10/07/2026

ტექსტის ზომა

როგორც ფსიქოლოგი ზურა მხეიძე განმარტავს, ბავშვის აღზრდა და მისი დამოუკიდებლობის წახალისება ყოველდღიურ, თანმიმდევრულ მიდგომებსა და ჯანსაღ კომუნიკაციას მოითხოვს. ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ ბავშვები ჩვენს ქმედებებს, ემოციებსა და რეაქციებს აკვირდებიან და ქცევის მოდელებად იყენებენ.


როგორ უნდა ვასწავლოთ პატარებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ისე, რომ მარტივად არ დავყვეთ მათ მანიპულაციებსა და ისტერიკებს? - ამ კითხვებზე ფსიქოლოგმა zmna.ge-ს კითხვებს უპასუხა.

„მშობელმა ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას და თავის ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებას, ანუ ყველაფერი არ უნდა უკარნახოს. რა თქმა უნდა ნელ-ნელა და ასაკის მატებასთან ერთად.

როდის გამოდის ეს ყველაფერი კარგად? როცა ბავშვი გენდობათ და მას თქვენი კი არ ეშინია, ის ორიენტირდება თქვენს ღირებულებებზე, თქვენ განწყობაზე... ამისთვის მუდმივი ურთიერთობა და კომუნიკაციაა საჭირო.

ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ჩართულია შვილის ცხოვრებაში იმით, რომ კითხულობს სკოლაში როგორაა საქმე და რა ნიშნებს იღებს ბავშვი... ეს არ არის ჩართვა.
ჩართულობაა მასთან გატარებული დრო. რაც მეტ დროს ატარებ მასთან, მით უფრო ბედნიერია ბავშვი.

ბავშვები სწავლობენ ჩვენგან იმდენად შეგონებით არა, რამდენადაც ქცევითი მოდელებით.
მაგალითად, როცა ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილმა წიგნი წაიკითხოს და ვეუბნებით, რომ წაიკითხე, რეალურად რა უნდა ხდებოდეს? ის უნდა ხედავდეს, რომ თქვენ კითხულობთ წიგნს.
ჩვენ ვეუბნებით, რომ ტელეფონი გადადე და ნუ ხარ სულ ტელეფონში ან გაჯეტში, ამ დროს თვითონ ხარ შენ ტელეფონში რომ მიდიხარ სახლში და ბავშვი ამას ხედავს.


ამიტომ ამ ქცევითი მოდელებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
არაა აუცილებელი ბავშვთან კონტაქტში იყო, რომ მან შენგან რაღაც აიღოს. ის ხედავს შენ როგორ იქცევი სახლში, რას საუბრობ, მარტო მასთან კი არა, სხვასთანაც... ის ყველაფერს ამას ხედავს და გრძნობს.


ამიტომ როცა ბავშვთან გვაქვს საქმე, უნდა გაითვალისწინო, რომ მარტო არასდროს არ ხარ და უნდა გაითვალისწინო, რომ ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ, იმ ბავშვზე რაღაცნაირად მოქმედებს, ან კარგად, ან ცუდად...
თუ დედას ან მამას (რა მნიშვნელობა აქვს, რომელიმეს) არაემოციური კონტროლით "თავისი გააქვს", ნუ მოდი ესე ვთქვათ "ისტერიკით თავისი გააქვს", ბავშვი სწავლობს, რომ ჩემი რომ გავიტანო ისტერიკა უნდა დავიმართო. ბავშვი ამ ქცევით მოდელს იღებს.


ბავშვი ინტუიციურად, ყველაზე ძლიერი მანიპულატორია, ძალიან კარგად იღებს ალღოს, რა უნდა გააკეთოს, რომ მიიღოს ის, რაც თვითონ უნდა.
აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად, რომ როცა ბავშვი რაღაცის მიღებას ცდილობს, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ის არ გადავიდეს მისი მანიპულაციის მექანიზმში. მაგალითად როცა ტირილით ითხოვს, რომ რაღაცა მინდა და გამიკეთეთ, თორემ ჩავბჟირდები, არაფერი არ უნდა გაუკეთო, ამას არ უნდა მიაჩვიო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვზრდით უკვე ადამიანს, რომელიც განწყობილია სხვისი ემოციებით მანიპულაციაზე იმისი იმიტირებით, რომ ემოციური კონტროლი დაკარგა,“ - გვირჩევს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აღზრდაზურა მხეიძემშობელიფსიქოლოგიქცევის მოდელი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026