Logo

ჯანმრთელობა

ზრდის თუ არა ძუძუს კიბოს რისკს ბიუსტჰალტერის ტარება? - ექიმის განმარტება

ზრდის თუ არა ძუძუს კიბოს რისკს ბიუსტჰალტერის ტარება? - ექიმის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

უკვე მრავალი წელია, ბიუსტჰალტერი, ქალების ყოველდღიური ჩაცმულობის ნაწილია... თუმცა წლების განმავლობაში მის გარშემო არაერთი მითი გავრცელდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კითხვა, იმას ეხება, შეიძლება თუ არა ბიუსტჰალტერის ხშირი ტარება ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ზრდიდეს.

ბრა

სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა წყაროებში ამ თემაზე ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გვხვდება, რაც ბევრ ქალში დამატებით შფოთვას იწვევს. რას ამბობს ამაზე მედიცინა და რა აჩვენა ჩატარებულმა კვლევებმა? ამ კითხვას ექიმი დინა ნემსაძე პასუხობს.

დინა ნემსაძე

"ჩატარებულია კვლევები, სადაც შედარებულია ერთმანეთთან ქალბატონების ორი ტიპი, ანუ ისინი, ვინც ხშირად ატარებენ ბიუსტჰალტერს და ისინი, ვინც ხშირად არ ატარებენ ბიუსტჰალტერს. და ეს კვლევები გვეუბნება, რომ მათ, ვისაც ხშირად უწევთ ბიუსტჰალტერის ტარება, უფრო მეტი შანსი აქვთ, ანუ მომატებული აქვთ ძუძუს კიბოს რისკი," -ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

05/28/2026