Logo

ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ლანა ლატარიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ლანა ლატარიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა

08/06/2026

ტექსტის ზომა

ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ლანა ლატარიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

მიტროპოლიტმა გარდაცვლილის სულის საოხად ილოცა და ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და დამსწრეებს სამძიმარი გამოუცხადა.

ლანა ლატარია

პანაშვიდს ესწრებოდნენ ლანა ლატარიას ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და მოქალაქეები, რომლებმაც მისი ხსოვნა პატივით გაიხსენეს. სასულიერო მსახურების დასრულების შემდეგ დამსწრეებმა გარდაცვლილის სულისთვის სანთლები დაანთეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს თანაგრძნობა ოჯახის მიმართ.


" ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის," - ვკითხულობთ ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ზაალ ლატარიალანა ლატარიამიტროპოლიტი გერასიმეპანაშვიდი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026