Logo

საზოგადოება

"ზურაბ ჟვანიამ ვერ დამითანხმა" - რა შევათავაზებაზე თქვა ოთხჯერ უარი ნანა ალექსანდრიამ

"ზურაბ ჟვანიამ ვერ დამითანხმა" - რა შევათავაზებაზე თქვა ოთხჯერ უარი ნანა ალექსანდრიამ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

UG Art პოდკასტში სტუმრობისას, 75 წლის ნანა ალექსანდრიამ, თავის კარიერაზე საუბრის შემდეგ, აღიარა, რომ მას პოლიტიკაში წასვლაზე, შემოთავაზება ზურაბ ჟვანიასგან ჰქონდა, თუმცა მას მოჭადრაკე ვერ დაუყოლიებია. მან თქვა, რომ ადრე პოლიტიკაში მოჭადრაკეების მიზიდვაზე იყო მოთხოვნა, დღეს კი, პარლამენტში მოთხოვნა მოჭიდავეებზეაო...

ნანა ალექსანდრია: მეოცე საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში, მოჭადრაკე ქალების პოლიტიკაში ჩართვის სურვილი იყო. პარლამენტის სიაში იყვნენ ნონა გაბრინდაშვილი, ნინო გურიელი. დღეს კი, პარლამენტში მოთხოვნა მოჭიდავეებზე - ძალოვან ეფექტზე გადავიდა. არ ვიცი, მოჭადრაკეებს, კანონშემოქმედების თვალსაზრისით, რა შედეგი უნდა დაგვედო, ყოველ შემთხვევაში, ოპონენტების სიცოცხლისთვის საშიში, ნამდვილად არ ვიქნებოდით.

ჩემთან ზურაბ ჟვანია ოთხჯერ მოვიდა - ერთხელ სახლში, გოკა გაბაშვილთან ერთად, სამჯერ - სამსახურში. და ახლად დაფუძნებული პარტიის - "გაერთიანებული დემოკრატების" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობას მთავაზობდა. ძალიან მაღალ თანამდებობას მთავაზობდა, მაგრამ ვერ დამითანხმა. ბაკურ გულუას რეფორმატორთა კავშირი სიის ნომერ პირველად გასვლას მთავაზობდა.

სასაცილო და ორიგინალური შემოთავაზებაც მქონდა: ევროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, "საქართველოს სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე, ცნობილი ენათმეცნიერი - ნოდარ ნათაძე (ფუფუსას ეძახდნენ) მეუბნებოდა: დამოუკიდებელ საქართველოს ტყვია-წამალი დასჭირდება. აშენდება ტყვია-წამლის ქარხანა და მისი დირექტორი იყავიო.

ასე რომ, პოლიტიკაში წასვლის წინანდებები მქონია.

ნანა ალექსანდრია

ვიდეო სრულად

ავტორი: ზმნა

07/22/2026