ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თამაზ ლოხიშვილმა, რომელიც საზოგადოებამ ჯერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მხიარული ვიდეოებით გაიცნო და შეიყვარა, ახლა კი გადაცემა "სარკასტიკას" წამყვანი გახდა, საკუთარი ოჯახის მძიმე ბედისწერაზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა.
თამაზის ერთი ძმა, წლების წინ, ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში, ტრაგიკული შემთხვევის გამო დაიღუპა. რაც შეეხება მეორე ძმას - ლევან ლოხიშვილს, ის უკრაინის ომს შეეწირა.
"არც გვქონია იმის განცდა, რომ ვერ ჩამოვა. ერთხელ იყო ჩამოსული. მერე დარეკა - უნდა ჩამოვიდეო. ძალიან გაგვიხარდა, ბრუნდებაო.

თურმე ძალია კარგი მიზანი ჰქონდა და მტრის დრონებს აგდებდა. ამის გამო მტერმა ძებნაზე აიყვანა. მეთაურმა უთხრა, შენ გეძებენ და სხვებსაც რომ პრობლემა არ შეუქმნა საქართველოში წადიო.
დარეკვიდან რამდენიმე დღეში ზუსტად იმან იმსხვერპლა, რასაც ებრძოდა - დრონმა," - იხსენებს თამაზ ლოხიშვილი.
03/14/2026