Logo

"ზუსტად მინდა ვიცოდე, სად მუშაობს სანტა" - ალისა სააკაშვილი

"ზუსტად მინდა ვიცოდე, სად მუშაობს სანტა" - ალისა სააკაშვილი

11/20/2025

ტექსტის ზომა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ქალიშვილის, ალისას სახალისო ისტორიას აქვეყნებს.


"ალისა ეუბნება სოფოს - მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა, თუ მოგონილი არაა, ირმებშებმული მარხილით როგორ დაფრინავს? ირმები ხომ არ დაფრინავენ?

- ნუ ეს საახალწლო ჯადოსნობაა - პასუხობს სოფო.

ალისა: კი, მაგრამ ამდენ ბავშვებს რომ ურიგებს საჩუქრებს, ფული საიდან აქვს?

სოფო: მუშაობს.

ალისა: ჰოდა, მინდა ვიცოდე ზუსტად სად მუშაობს და რა ხელფასს იღებს ისეთს, რომ ამდენის დარიგება შეუძლია?

ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს," - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.

ალისა სააკაშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026